თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე 2 პირი დაჭრეს

თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცების დაჭრას, თვითმხილველების განცხადებით, წინ უძღვოდა სიტყვიერი დაპირისპირება.

თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ 5 გასროლის ხმა გაიგეს. დაჭრილი მამაკაცები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცების დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.