IPN: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს სამი გზა შესთავაზა

გედევან ფოფხაძე

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრს გედევან ფოფხაძეს შესთავაზა პარტიიდან წასვლის ფორმა თავად აირჩიოს - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, 6 თებერვალს, უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა, რომ თუკი “ქართული ოცნებიდან“ გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუ გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ.

გედევან ფოფხაძემ სააგენტოსთვის ამ ინფორმაციის დადასტურებისგან თავი შეიკავა და აღბიშნა, რომ უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს. თანაპარტიელებთან გედევან ფოფხაძის ბოლოდროინდელი უთანხმოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას უკავშირდება.