თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ლოკალიზებულია თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მაშველების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია 200-250 კვ.მ. სასაწყობე ფართი. ადგილზე მუშაობს 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად შენობაში ცეცხლი არ გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Your browser doesn’t support HTML5

მორიგი ხანძარი ბაზრობაზე