ბესელიას და გოგიჩაიშვილის წასვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაში 113 წევრი რჩება

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატთა რაოდენობა 115-დან 113-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც დღეს ეკა ბესელიამ დატოვა უმრავლესობაც და პარტიაც. გუშინ, 21 თებერვალს უმრავლესობიდან გავიდა ლევან გოგიჩაიშვილი.

მათი გადაწყვეტილება განაპირობა საპარლამენტო უმრავლესობის უარმა, მხარი დაეჭირა კანონპროექტისთვის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.

„ქართული ოცნება“ პარლამენტში ჯერჯერობით ინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.