დადიანების სასახლეში ჭერის ჩამოშლამ ექსპონატები დაააზიანა

ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობის ერთ-ერთ ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა.

მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს დილით, ჭერიდან ჩამოშლილი მასალა მაგიდას დაეცა. დაზიანებულია სხვადასხვა სახის 7 ჭიქა.

​მუზეუმის დირქტორი ვარაუდობს, რომ ექსპონატების აღდგენა შესაძლებელია. ამჟამად ელოდებიან ექსპერტებს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან.

"დადიანების სასახლეს" დიდი ხანია გამაგრება და რესტავრაცია სჭირდება. ამ პროცესის დაწყება აპრილიდან იგეგმება.

Your browser doesn’t support HTML5

დადიანების სასახლეში ჭერი ჩამოიშალა