სააკაშვილი ემიგრანტებს ამჯერად რომში შეხვდება

მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწყებული მოძრაობის „ერთად სახლში“ მორიგი შეხვედრა 3 მარტს რომში გაიმართება.

ქართველ ემიგრანტთა კრება თბილისის დროი 16.00-ზე, რომის ისტორიულ ცენტში დაიწყება.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ბელგიის ქალაქი ლიეჟში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომში უსაფრთხების ზომები გამკაცრებულია. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბადრი მებურიშვილმა უთხრა ტელეკომპანიის ჟურნალისტს, შეხვედრა გაიმართება შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც 24 საათი იცავს სპეცრაზმი.

შეხვედრა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე თავად მიხეილ სააკაშვილმაც დააანონსა.