სასამართლომ ორი თვით გაუგრძელა პატიმრობის ვადა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს

ერევნის სასამართლომ პარასკევს ორი თვით გაუგრძელა წინასასამართლო პატიმრობის ვადა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს. ამის შესახებ 15 მარტს სასამართლოს შემდეგ განაცხადა ქოჩარიანის ადვოკატმა არამ ორბელიანმა, რომელიც აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

ქოჩარიანი თავდაპირველად ივლისში დააკავეს 1998-2008 წლებში მმართველობის ბოლო პერიოდში ოპოზიციონერი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და„კონსტიტუციური წყობის დამხობის“ გამო. სომხეთში 2008 წლის 1 მარტს დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და პოლიციასთან შეტაკებებში 10 კაცი- 8 აქტივისტი და 2 პოლიციელი, დაიღუპა.

რობერტ ქოჩარიანი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მოჰყვა ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა 2008 წლის მოვლენებში და ამის გამო 2 წლით დაპატიმრებულიც იყო.