ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მნიშვნელოვანი გამარჯვება მონღოლ გოლიათთან

ჰარუ ბაშოს მერვე დღეს მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ქართველომა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც მძიმე ბრძოლაში დაამარცხა 226 კგ-იანი მონღოლი გოლიათი იჩინოჯო.

ამ გმარჯვების შემდეგ ტოჩინოშინისა და იჩინოჯოს შეხვედრების პირადი ბალანსი 15:5-ზე გახდა ქართველი სომუისტის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ მონღოლმა გოლიათმა მიმდინარე ბაშოზე პირველი მარცხი იწვნია.

კადობანში მყოფ ლევან გორგაძეს, ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად, დარჩენილი 7 შეხვედრიდან, სულ ცოტა, სამის მოგება მართებს.

ჰარუ ბაშო 24 მარტს დასრულდება.