პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში ჩავა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შიდა ქართლის რეგიონში ჩავა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში შეხვდება სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს და ეწვევა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასათბურე მეურნეობას „მზა ჩითილი.“

ბოლნისში პრეზიდენტი დაათვალიერებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, გერმანელების უბანს „კატერენენფელდს“ და ეკომიგრანტი ქალების ყველის გადამამუშავებელ საწარმოს.

20 მარტს სალომე ზურაბიშვილი ჩავა გარდაბანში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.