ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამიში მიმდინარე მასტერსზე გამოსვლა მერვედფინალით დაასრულა. 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის კანადელ ფელიქს ოგე ალიასიმთან ორ სეტში დამარცხდა - 6:7 4:6.

ალიასიმთან შეხვედრამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსზე გერმანიის სახელით მოთამაშე მიშა ზვერევი და ჰოლანდიელი რობინ ჰაასე დაამარცხა და ლაივ-რეიტინგში მე-17 ადგილამდე დაწინაურდა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.