მამუკა ბახტაძე: ტყუილია, თითქოს საქართველო გაქრა დასავლეთის პოლიტიკური დღისწესრიგიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი და ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რაც საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

თუმცა პრემიერის განცხადებით, მიუხედავად ამისა, არ წყდება არასწორი ინფორმაციის, ე.წ. ფეიქ ნიუსების გავრცელება იმის თაობაზე, თითქოს საქართველო გაქრა დასავლეთის რადარებიდან და აღარ დგას დასავლეთის პოლიტიკურ დღისწესრიგში:

„მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის ქრონოლოგია რომ მოვიყვანოთ მაგალითად, ვნახავთ, რომ არასწორი ინფორმაცია ვცრელდება. ამის დასტურია ის, რომ დღეს საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო სწავლებებს და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს არაწევრ ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა თავად დაეგეგმა და ეხელმძღვანელა ნატოს სწავლებებისათვის, ქვეყანას ესტუმრა ნატოს სამხედრო კომიტეტი, გუშინ, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომიისიის სხდომა გაიმართა და ერთობლივი ნაბიჯებიც დაიგეგმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში... მომავალ კვირაში ვაშინგტონში დაგეგნილია ნატოს მინისტერიალი, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ შავი აზრვის აუზი იქნება. და ეს მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის ამბებია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეროვნული ინტერესი დგას პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ის იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება ადეკვატურად შეაფასებს იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებიც საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობების თაობაზე ვრცელდება.

„ეს არის ისეთი ტყული, რომელსაც აქვს ძალიან მოკლე ფეხები“, - განაცხადა პრემიერმა.