რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური საზოგადოებრივი ორგანიზაციების რჩეული ჟურნალისტი გახდა

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური ერთ-ერთი გამარჯვებულია კონკურსისა „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“.

ამ კონკურსს ატარებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, სამოქალაქო განვითარების ინიციატივის ფარგლებში.

​ კონკურსის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში მომუშავე იმ ჟურნალსტების გამოვლენა, რომლებიც ობიექტურად და პროფესიონალურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას.

გამარჯვებული ჟურნალისტების გამოსავლენად სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოკითხვა 10 რეგიონში ჩაატარა.

შიდა ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზაციების რჩეული რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური გახდა.