სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

მაროშ შეფჩოვიჩი და ზუზანა ჩაპუტოვა

სლოვაკეთის მოქალაქეები 30 მარტს განმეორებით ტურში ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ. სახელმწიფოს უმაღლეს პოსტზე ერთმანეთის მეტოქეები არიან ოპოზიციონერი კანდიდატი, პროევროპელი ზუზანა ჩაუპტოვა და სახელისუფლებო პარტია „სმერის“ კანდიდატი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭიროა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმა.

17 მარტს, არჩევნების პირველ ტურში, ზუზანა ჩაპუტოვამ ხმის უფლების მქონეთა 40-ზე მეტი პროცენტი მიიმხრო. შეფროვიჩმა თითქმის 19 პროცენტი მოაგროვა.

სლოვაკეთის პრეზიდენტი შეზღუდული უფლებების მქონე ქვეყნის პირველი პირია, რომელსაც შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის კანონებს, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები.