მონტენეგროში დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომლის ორგანიზატორებმა და ოპოზიციის წევრებმა 30 მარტს ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას გარდამავალი მთავრობის ფორმირების თაობაზე.

მონტენეგროს ათასობით მოქალაქე ყოველ შაბათ-კვირას აწყობს საპროტესტო მსვლელობებს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩისა და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის მოხელეების გადადგომის მოთხოვნით.

დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ საზოგადოებრივი რადიო და ტელემაუწყებლობის (RTCG) ხელმძღვანელობის გადადგომას.