გარდაიცვალა ტელეწამყვანი მარკ რივკინი

31 მარტს, 77 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა.

რივკინს საქართველოს პირველ არხზე 90-იან წლებში პროგრამა „ვესტნიკი“ მიჰყავდა. 1992 წელს კი პარლამენტის დეპუტატიც იყო.

მას საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის 1996 წელს ღირსების ორდენი გადაეცა.