ეუთომ „თავისუფალი“ უწოდა უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს

კიევი, 2019 წლის 1 აპრილი: უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განთავსებული ტაბლო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით

ეუთოს სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, 31 მარტს უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი იყო. მეთვალყურეები გამოთქვამენ იმედს, რომ კენჭისყრის შედეგებს აღიარებს მისი ყველა მონაწილე.

კიევში 1 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სამეთვალყურეო მისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ პროცესი „რთულ პირობებში“ ჩატარდა და რომ უკრაინის მოქალაქეები ქებას იმსახურებენ არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის. პრეს-კონფერენციაზე გამოთქვეს ასევე იმედი, რომ კარგად იქნება ორგანიზებული არჩევნების მეორე, 21 აპრილის ტურიც.

ორგანიზაცია „ოპორამ“ და უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტმა, რომლებიც ასევე მეთვალყურეობდნენ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებს, ორშაბათს გამოაცხადეს, რომ 31 მარტის კენჭისყრის მსვლელობაში მომხდარ დარღვევებს არ მოუხდენია გავლენა კენჭისყრის შედეგებზე.

„ოპორის“ შეფასებით, დარღვევა ნაკლები იყო, ვიდრე 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

არჩევნებს „თავისუფალი“ უწოდა კანადის სამეთვალყურეო მისიამაც.

ხმების 80%-ის დათვლის შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში გადიან შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი (30,4%) და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (16%). მესამე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო (13,2%).