ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების წვრთნა მიმდინარეობს

რუსული სამხედრო ბაზა ცხინვალში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს ტაქტიკური სწავლება, რომელშიც 1200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესმდივანზე, ვადიმ ასტაფიევზე დაყრდნობით.

ასტაფიევის ინფორმაციით, წვრთნაში ჩართულია დაახლოებით ორასი ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები Т-72А, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და უპილოტო საფრენი აპარატები. ასტაფიევის განცხადებით, ძარცემის პოლიგონზე კონცენტრირებულნი არიან მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და სხვა ქვედანაყოფები, რომლებიც ტაქტიკურ მოქმედებებს ამუშავებენ.