იულია ტიმოშენკო არ გააპროტესტებს 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ არ აპირებს 31 მარტის არჩევნების შედეგის გასაჩივრებას, ან საპროტესტო აქციების გამართვას. ტიმოშენკომ პირდაპირ ტელეეთერში აღნიშნა, რომ პატივს სცემს ხალხის არჩევანს.

31 მარტის კენჭისყრაში ყველაზე მეტი ხმა ერგო ცნობილ კომიკოს ვლადიმირ ზელენსკის (30,24%) მეორე ადგილზეა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (15,93%). რახან არც ერთს არ ერგო ხმების ნახევარზე მეტი, 21 აპრილს უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური მათი მონაწილეობით.