ტერეზა მეი კვლავ სთხოვს ბრიუსელს ბრექსიტის 30 ივნისამდე გადავადებას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ოფიციალური თხოვნით მიმართა ევროკავშირის ბრექსიტის კვლავ გადავადებაზე. წერილში, რომლის ადრესატიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სთავაზობს ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადაწევას 12 აპრილიდან 30 ივნისამდე.

ტერეზა მეი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი მზად არის მაისის ბოლოს თავის ტერიტორიაზე ჩაატაროს ევროპარლამენტის არჩევნები, რაც ერთ-ერთი პირობაა ბრექსიტის ვადის გადავადებისთვის.

ევროკავშირის ლიდერებმა ტერეზა მეის თხოვნა 10 აპრილის სამიტზე უნდა განიხილონ. თუ ისინი ამ შეთავაზებას უარყოფენ, მაშინ ბრიტანეთს ემუქრება 12 აპრილს ევროკავშირიდან გასვლა შეთანხმების გარეშე.