რუსეთი ლიდერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის მხრივ

2018 წლის შედეგების თანახმად რუსეთი ლიდერობს ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის მხრივ. როგორც რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს, ასეთი საქმეების რაოდენობა შეადგენს 1500-ს, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის მოხსენებაში.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის მხრივ რუსეთის შემდეგ მოდის თურქეთი 1200-ზე მეტი და უკრაინა 923.

რუსეთი 2018 წელს ლიდერობს ასევე ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევის მხრივაც.