ირანმა „ტერორისტულ ჯგუფად“ გამოაცხადა აშშ-ის სამხედრო ძალები დასავლეთ აზიაში

ირანის უშიშროების უზენაესმა საბჭომ „ტერორისტულ ჯგუფად“ გამოაცხადა აშშ-ის სამხედრო ძალები დასავლეთ აზიაში. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში მოჰყვა ცნობას, რომ ვაშინგტონმა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა ირანის რევოლუციური გვარდია.