ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა

გოგა ჩხეიძე

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი მედალია. შოთა მიშველიძის მიერ 7 აპრილს, აკვრაში მოპოვებულ ოქროს, 8-ში გოგა ჩხეიძემ თავისი წილი ვერცხლი და ბრინჯაო მიამატა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩხეიძემ პირველ მოძრაობაში - ატაცში 139-კილოგრამიანი შტანგა ასწია და მეოთხე ადგილი დაიკავა. მეორე მოძრაობაში - აკვრაში 169 კილოგრამის აწევით მცირე ვერცხლს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში კი 308 კილოგრამი დააგროვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.