გიორგი დანელიასთან გამოთხოვების ცერემონიას ზურაბ აბაშიძე და ნინო ბურჯანაძე დაესწრნენ

გიორგი დანელია

მოსკოვის კინოს სახლში გაიმართა ცნობილ კინორეჟისორთან, გიორგი დანელიასთან გამოთხოვების ცერემონია.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელმაც წაიკითხა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილები.

ცერემონიას დაესწრო „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

კინოს სახლში გამოთხოვების ცერემონიის შემდეგ, გიორგი დანელია მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს.

გიორგი დანელია 4 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.