სუდანელები მოელიან არმიის „მნიშვნელოვან“ განცხადებას პოლიტიკურ ვითარებაზე

ხართუმი, 2019 წლის 11 აპრილი: დემონსტრაცია სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადადგომის მოთხოვნით

სუდანელმა სამხედროებმა მოსახლეობა გააფრთხილეს მოსალოდნელი „მნიშვნელოვანი“ განცხადების შესახებ, რის ფონსაც ქმნის თითქმის ოთხი თვის წინ დაწყებული აქციები პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშარის მმართველობის გასაპროტესტებლად. ალ-ბაშარი 1989 წლიდან მართავს ქვეყანას.

არმიის განცხადებამ, რომელიც 11 აპრილს სუდანის სახელმწიფო ტელევიზიაში გაკეთდა, გააჩინა ვარაუდი, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა პოსტი დატოვოს, ან ის სამხედროებმა გადააყენონ.

ცნობების თანახმად, ათიათასობით ადამიანია გასული დედაქალაქ ხართუმის ქუჩებში და ისმის შეძახილები „რეჟიმი დაეცა!“ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, ციხეებიდან იქნა გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი.

ალ-ბაშირის ოპონენტების საპროტესტო გამოსვლები დეკემბრიდან გრძელდება. ჯერ მიზეზი იყო ფასების მატება და ნაღდი ფულის ნაკლებობა, მაგრამ აქციები მალე გადაიზარდა ზოგადად, მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტში.

ომარ ალ-ბაშირზე ძებნა აქვს გამოცხადებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დარფურის რეგიონში გენოციდის დაგეგმვის ბრალდებით. პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.