აშშ-მა ჯულიან ასანჟს წაუყენა „კომპიუტერში შესაღწევად“ შეთქმულების ბრალდება

ლონდონი, 2019 წლის 11 აპრილი: ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში დაკავების შემდეგ

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ვებპორტალ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს წაუყენეს „კომპიუტერში შესაღწევად“ შეთქმულების ბრალდება.

ამავე განცხადებით, ბრალდება ემყარება ასანჟის თანხმობას პაროლის გატეხვაზე აშშ-ის მთავრობის გასაიდუმლოებულ კომპიუტერში შესაღწევად.