უზბეკეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე

უზბეკეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი საიდა მირზიოევა დაინიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ.

კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე, 12 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სააგენტოს ახალი შემადგენლობა დასახელა. სამ მოადგიეს შორის არის საიდა მირზიოევა, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზაიევის უფროსი ქალიშვილი.

სააგენტოში პრეზიდენტ მირზიოევის შვილი პასუხისმგებელი იქნება საზღვარგარეთ „უზბეკეთის დადებითი იმიჯის ფორმირებაზე“.