მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუძლოდ გახდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიუროს სხდომათა დარბაზთან მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ის პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს.