კვიპროსის პრეზიდენტი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი. მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმასპინძლებს არა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში, არამედ ავლაბარში, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი და ნიკოს ანასტასიადისი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. დაგეგმილია პრეზიდენტების ბრიფინგიც.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას კვიპროსის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

18 აპრილს, ნიკოს ანასტასიადისი დაესწრება კვიპროსის და საქართველოს ბიზნეს-ფორუმის გახსნას.