ყაზახეთში აქტივისტები გამოდიან საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტისაკენ მოწოდებით

ყაზახეთის ორი ქალაქში ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა აქციებზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით და მოწოდებით, რომ მოქალაქეებმა ბოიკოტი გამოუცხადონ საპრეზიდენტო არჩევნებს.

ყაზახეთში 9 ივნისს გაიმართება ვადამდელი არჩევნები მარტში ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ. ავტოკრატი პრეზიდენტი ათწლეულები იდგა ხელისუფლების სათავეში.

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ატაში დემონსტრანტები შეიკრიბნენ ცენტრალურ პარკში, ხოლო დედაქალაქ ნურ-სულთანში - ასტანის საკონცერტო დარბაზთან. ლოზუნგებს შორისაა „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს მთავრობა“, „ხალხი დაიღალა“. ორივე დემონსტრაცია სანქციის გარეშე იმთარება. ცნობების თანახმად, მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. დაკავებებზე არაფერს იუწყებიან.