ბრიტანეთის სასამართლომ ჯულიან ასანჟს 50 კვირით პატიმრობა მიუსაჯა გირაოს პირობების დარღვევისთვის

ჯულიან ასანჟი

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 1 მაისს WikiLeaks-ის დამაარსებელს, ჯულიან ასანჟს 50 კვირით პატიმრობა მიუსაჯა გირაოს პირობების დარღვევისთვის.

47 წლის ავსტრალიელი გასულ თვეში დამნაშავედ ცნეს გირაოს წესის დარღვევისთვის მას მერე, რაც ის ლონდონში ეკვადორის საელჩოსთან დააკავეს.

ასანჟმა 2012 წელს შეაფარა თავი საელჩოს, როცა დაარღვია გირაოს წესი, რათა აერიდებინა შვედეთში ექსტრადიცია. შვედეთში მას წაყენებული ჰქონდა გაუპატიურების ბრალდება, რაც შარშან მოუხსნეს.

ახლა ასანჟს აშშ-ში ელოდება ბრალდებები, რომლებიც მთავრობის საიდუმლოებათა ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაჟონვასთანაა დაკავშირებული. ამ ბრალდებებისთვის მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დიდმა ბრიტანეთმა უნდა გადაწყვიტოს, გადასცემს თუ არა ასანჟს აშშ-ს.