კლდის ჩამოშლის შემდეგ თამარაშვილის ქუჩა ნაწილობრივ დაკეტილია

თამარაშვილის ქუჩაზე კლდე 2 მაისს, ღამით ჩამოიშალა

თბილისში ცალმხრივად დაკეტილია თამარაშვილის ქუჩა, სადაც გვიან ღამით კლდე ჩამოიშალა. არავინ დაშავებულა.

გზის სავალი ნაწილი უკვე გაწმენდილია, თუმცა, საავტომობილო მიმოსვლა სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც გეოლოგები დაასრულებენ ტერიტორიის შემოწმებას.

ამჟამად ავტომობილები მოძრაობენ ჭავჭავაძის გამზირიდან თამარაშვილის ქუჩის გავლით საბურთალოსკენ, პირიქით კი მხოლოდ უნივერსიტეტის ქუჩამდე.