აშშ-მა 25%-ით გაზრდა ტარიფები ჩინეთის 200 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე

10 მაისს ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ ტარიფების 25%-ით გაზრდა ჩინეთის 200 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე. ჩინეთმა განაცხადა, რომ „საჭირო კონტრზომებს“ მიმართავს.

ვითარების გამწვავების ფონზე აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციები ვაშინგტონში მართავენ მოლაპარაკებებს ათთვიანი სავაჭრო ომის დასასრულებლად მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ლიუ ჰემ, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა რობერტ ლაიტჰაიზერმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა 9 მაისს გამართეს მოლაპარაკება. მისი გაგრძელება 10 მაისსაც არის დაგეგმილი