ორდღიანი სეტყვა გორის მუნიციპალიტეტში

ცოტა ხნის წინ გორი დაისეტყვა. სეტყვა დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა, ქალაქის გარდა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ნაწილიც დაისეტყვა. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე წყლის ნიაღვრები მიედინება და მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ. უხვ წყალს სანიაღვრე არხები ვერ ატარებს და ამის გამო ქუჩები და ეზოები იტბორება. ძლიერი წვიმა და სეტყვა გორის მუნიციპალიტეტში 10 მაისსაც იყო. ორდღიანი სტიქიის შედეგად გორის რაიონში, ჯამში 5 სოფელი დაისეტყვა. სტიქიისგან მიყენებული ზარალი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.