საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს ვაზიანის წვრთნების ბაზაზე

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი დაბადებულია 1994 წელს.

სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.