საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ლატვიაში.
დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვენიონისთან, პარლამენტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთან, პრემიერ-მინისტრ არტურს კრიშიანის კარინშისთან.
საქართველოს დელეგაციის წევრები და მათი მასპინძლები იმსჯელებენ ორმხრივ ურთიერთობაზე, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სკითხებზე.
ლატვია წელს აღნიშნავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მე-15 წლისთავს.
ლატვიის შემდეგ, 15-16 მაისს, ზურაბიშვილი ესტონეთს ეწვევა.