ზუგდიდში 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიასთან, შენობაში და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიწყო პოლიციის დანაყოფების მობილიზება, - ამის შესახებ ზუგდიდიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომლის თქმითაც, საოლქო საარჩევნო კომისიის უკანა ეზოში შევიდა ორი ავტობუსი, რომლებშიც ასევე პოლიციის პირადი შემადგენლობა იმყოფება.
Your browser doesn’t support HTML5
ზუგდიდის საოლქო კომისიასთან მობილიზებულია პოლიცია
„კომიის შენობის წინ, ქუჩაში განლაგებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა. ქუჩა მთლიანად მოცულია პოლიციებით. საოლქო კომისიის შესასვლელში ასევე გაკეთებულია პოლიციის კორდონი, რომელშიც პოლიციელები დგანან ორ მწკრივად“, - იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდიდან.