მსვლელობა ბათუმში რუსეთის ფედერაციის დროშებით

Your browser doesn’t support HTML5

დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში ,მემედ აბაშიძის გამზირზე საზეიმო მსვლელობა მოეწყო. მონაწილეებს თან ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის დროშები, ტრანსფარანტები წარწერით - Russia და ისინი „რასიას“ სკანდირებდნენ. მსვლელობა ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც აჭარის განათლებისა სამინისტრო აწყობს 26 მაისის აღსანიშნავად. სამინისტრო კომენტარს ჯერ არ აკეთებს. მსვლელობას მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მონაწილეებმა რუსეთის დროშები დამალეს და მხოლოდ „რასიას“ სკანდირებით გააგრძელეს გზა მემედ აბაშიძის ქუჩით საოცრებათა მოედნისკენ