რატომ მატულობს სუიციდის შემთხვევები

Your browser doesn’t support HTML5

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“  გიორგი გვახარია ეკითხება სტუმარს, ფსიქოლოგ მაია ცირამუას, შეგვიძლია თუ არა დაბეჯითებით ვთქვათ, რომ საქართველოში სუიციდის შემთხვევები მართლაც მატულობს. გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ ამ კითხვას ბადებს მედიის განსაკუთრებული ინტერესი სუიციდის თემის მიმართ, რაც გარკვეული თვალსაზრისით შემაშფოთებელიცაა, რადგან, როგორც ცნობილია, სუიციდი ერთ-ერთი რთული თემაა გასაშუქებლად. მაია ცირამუა შეგვახსენებს, რომ ამ თემის ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები გამოიწვიოს. გადაცემაში საუბარია გახშირებულ სუიციდზე არასრულწლოვანთა შორის და ბულინგზე, როგორც სუიციდის გამომწვევ მიზეზზე.  მაია ცირამუა ლაპარაკობს ე.წ. „სოციალურ ტრანსმისიაზე“, რომელიც ახასიათებს სუიციდურ ქცევას, აგრეთვე თვითმკვლელობის იმიტაციაზე, რომელიც ასევე ძალიან ხშირია საქართველოში