რუსეთში დაარბიეს ინტერნეტჟურნალ Snob-ის ოფისები

მოსკოვში დაარბიეს ინტერნეტგამოცემა Snob-ის ოფისი, გაანადგურეს ტექნიკური აღჭურვილობა - იუწყებიან ამ ინტერნეტჟურნალის თანამშრომლები.

Snob-ის თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებას 10 ივნისს უთხრეს, რომ წინა ღამით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს.

Snob-ის მთავარი რედაქტორი, ქსენია ჩუდინოვა "ტელეგრამით" წერს, რომ უცნობმა თავდამსხმელმა დაარბია იმავე შენობაში განთავსებული სხვა კომპანიის ოფისიც. ჩუდინოვას თქმით, თანამშრომლები ვერ შედიან ოფისში, რადგან იქ გამომძიებლები მუშაობენ.