2019 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება.
გამოცდების ჩატარების განრიგი:
- 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა
- 1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა
- 1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა
- 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები
- 5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა
- 5 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
- 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა
- 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა
- 8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა
- 8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა
- 10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია
- 11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია
- 12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია
- 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია
- 19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება
- 22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა
- 23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა
საერთო სამაგისტრო გამოცდები:
- 17 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა
- 18 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა
- 22 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა
- 23 ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა
- 23 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა
- 24 ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა
წელს, საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა.