ანიტა რაჭველიშვილი: არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი თავის მეგობრებს მოუწოდებს საზაფხულო არდადეგები საქართველოში გაატარონ. ამის შესახებ ანიტა რაჭველიშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა და ამით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ.

"წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას!
შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები!
ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა!
დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!"
- წერს ანიტა რაჭველიშვილი.

თბილისში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, რომელიც რუსეთის დეპუტატთა საქართველოს პარლამენტში გამოჩენას მოჰყვა, რუსეთის ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს რეკომენდაცია მიეცათ, არ გაყიდონ ტურისტული საგზურები საქართველოს მიმართულებით.