თბილისში აქციის დროს დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს

აქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან. 2019 წლის 24 ივნისი

თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებისადმი სილიდარობის ნიშნად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართა.

„მას შემდეგ, რაც ვნახეთ „ტროიკის“ სტილის სასამართლო პროცესები ქალაქის სასამართლოში, როგორ ჩქარ-ჩქარა, შაბლონური ტექსტებით გაასამართლეს დაახლოებით 100 ადამიანი და პატიმრობა მიუსაჯეს, ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ 305 დაკავებულს. ამიტომ ვართ სააპელაციო სასამართლოსთან. გუშინ ღამე ტარდებოდა აქ პროცესები და რამდენიმე ადამიანი გამოუშვეს. ანუ, ხალხის ჩართულობა და საზოგადოებრივი ყურადღება ამ პროცესებზე მოქმედებს“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ. მისივე შეფასებით, მიმდინარე პროცესებს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და მთლიანად პოლიტიკური პროცესია.