სენაკში, მდინარეში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს

სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. მათი ძებნის პროცესი 28 ივნისის ღამეს დაიწყო. სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი იყო ჩართული.

მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის ინფორმაციით, მამა-შვილი მდინარეში საბანაოდ ჩავიდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.