დღე 17: აქცია შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით

საქართველოს პარლამენტის წინ განახლდა აქცია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

#სირცხვილია აქციების სერიის ფარგლებში, სავარაუდოდ, 21 საათზე დაიწყება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ.

პარლამენტთან არიან შეკრებილი ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. აქციას შეუერთდა ნაციონალური მოძრაობის ასობით მხარდამჭერიც, რომელთაც წინ მიუძღვებოდნენ პარტიის ლიდერები.