აქციის მე-18 დღეს ტრიბუნას მწერლებს დაუთმობენ

რუსთაველზე მიმდინარე აქცია დღეს 19.00 საათზე განახლდება.

აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა ამ ეტაპზე უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

6 ივლისს გაიმართა მსვლელობა - თავისუფლების მარში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან დასრულდა.

7 ივლისს კი, დაგეგმილია აქციაზე მწერლების გამოსვლა.

საპროტესტო აქციები რუსთაველზე 20 ივნისის შემდეგ იმართება.

პერმანენტული სახე პროტესტმა მას შემდეგ მიიღო რაც სპეცრაზმმა აქცია რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა.