კახა კალაძე „საკუთარი ქვეყნის მტრობას“ უწოდებს გიორგი გაბუნიას საქციელს

„ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის გინებას.

კალაძის თქმით, ის, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში მოხდა, საკუთარი ქვეყნის მტრობაა.

„ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!“ - წერს კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.