არჩილ თალაკვაძე: რუსთავი 2 და მისი მმართველი ჯგუფი ვერ შეუქმნის საფრთხეს საქართველოს განვითარებას

„საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი და ვერავინ, მათ შორის, ვერც „რუსთავი 2“ და მისი მმართველი პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეუქმნის საფრთხეს საქართველოს განვითარებას და დასავლეთში ინტეგრაციის გეგმას“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ განცხადებას.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ეს იყო პროვოკაცია საქართველოს და საზოგადოების წინაშე“.

გიორგი გაბუნიამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.