პარლამენტთან ვითარება მცირე ხნით დაიძაბა

ვითარება მცირე ხნით დაიძაბა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე. ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და მისულიყვნენ აქცია "სირცხვილის" მონაწილეებთან, მათი სცენიდან გაძევების მიზნით. ინციდენტი დასრულდა და, გავრცელებული ცნობებით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

2019 წლის 9 ივლისს თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. პარლამენტის წინ იყო ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქცია. ამ ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად, ლგბტქ ადამიანებმა მოახერხეს რამდენჯერმე გადადებული "ღირსების მარშის" გამართვა. ამავე დროს აქცია მიმდინარეობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეზოში, სადაც მოქალაქეთა ნაწილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დასჯას ითხოვდა. ხოლო 19:00 საათისთვის პარლამენტის შენობისკენ დაიძრა აქცია "სირცხვილია". პროტესტის მე-19 დღეს მათი მოთხოვნა არ შეცვლილა.