უკრაინის პრეზიდენტი 12 ქვეყანაში ელჩებს ცვლის

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით, ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი განახლდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. მისი ინფორმაციით, უკვე მიღებულია მსოფლიოს 12 ქვეყანაში უკრაინის ელჩების შეცვლის გადაწყვეტილება.

ზელენსკის ადმინისტრაცია კონკრეტულად ასახელებს 12-დან მხოლოდ ერთ ქვეყანას, აშშ-ს და ჯერჯერობით მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ელჩების შესარჩევად და დასანიშნად.