მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ის ლიფტის შახტში ჩავარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ეს მუხლი ეხება სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მშენებლობაზე 10 მუშა დაიღუპა.